თეორია მართლა უფასოა?
დიახ. კითხვების ბაზა, ვარჯიში ახსნებით და გამოცდის სიმულაცია ხელმისაწვდომია უფასოდ — საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია, რომ პროგრესი და შეცდომები შეგინახოთ.
რატომ არის პრაქტიკული ნაწილი ფასიანი?
მარშრუტების ჩაწერას, დამუშავებასა და ხმოვანი ინსტრუქციების მომზადებას რეალური რესურსი სჭირდება. ფასი სიმბოლურია და ერთჯერადი — ავტოსკოლის ერთი გაკვეთილის ფასზე მრავალჯერ ნაკლები.
შემიძლია მარშრუტი გამოცდამდე ვნახო უფასოდ?
დიახ — რამდენიმე მარშრუტი ღიაა დემოდ, რომ ნახო როგორ მუშაობს რუკა და ხმოვანი ინსტრუქციები, სანამ გადაწყვეტ.
GPS რეჟიმი როგორ მუშაობს?
ტელეფონში გახსნი მარშრუტს, აძლევ ლოკაციაზე წვდომას და მართვისას სისტემა თვითონ ხვდება, სად ხარ და შესაბამის ინსტრუქციას გახმოვანებს. ლოკაცია მხოლოდ მოწყობილობაზე მუშავდება.
რამდენ კითხვას შეიცავს გამოცდა?
სიმულაცია იმეორებს რეალურ ფორმატს: 30 კითხვა 30 წუთში, დასაშვები 3 შეცდომით.